ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2994        EUR 3.9801        GBP 4.4674        RUB 4.4446        UAH 1.1683        AZN 1.9409        AMD 6.3359      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
აშშ-ში ქართული ღვინის მორიგი წარმატება
13 ნოემბერი, 2020, 11:25
აშშ-ში ქართული ღვინის მორიგი წარმატება

თბილისი (GBC) - Lost Eden -ის ღვინო აშშ-ს 4 შტატში გაიყიდება. ამერიკის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Southern Glazer's Wine & Spirits საქართველოდან Lost Eden-ის წითელ ღვინოებს დელავერში, ფლორიდაში, პენსილვანიასა და ნიუ-ჰემფშირში წარადგენს.

ბრენდი „Lost Eden” შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით და მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის. პროექტის მიზანია, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა ქართული ღვინის ექსპორტი არ იყოს დამოკიდებული ერთ, რომელიმე ბაზარზე, რაც დარგის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.
აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული ბრენდისთვის მსოფლიოს უმსხვილეს, ონლაინ ღვინით ვაჭრობის პლატფორმაზე wine.com-ზე შეიქმნა კატეგორია „Country of Georgia“. ქართული ღვინის კატეგორია ამ დრომდე აღნიშნულ პლატფორმაზე არ არსებობდა.
ქართული კომპანია ამერიკის ათობით ციფრული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მათ შორის აღსანიშნავია: https://finance.yahoo.com, https://www.businesswire.com და სხვა.
„Lost Eden” -ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 20 ათასამდე ბოთლი ღვინოა რეალიზებული.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები