ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3189        EUR 3.9996        GBP 4.4311        RUB 4.3845        UAH 1.1675        AZN 1.9523        AMD 6.5225      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართული მენიუ ევროპელი ძაღლებისთვის
20 ნოემბერი, 2020, 17:58
ქართული მენიუ ევროპელი ძაღლებისთვის

თბილისი (GBC) - ჯორჯიან პროდაქტსმა (GEOP, საინვესტიციო კაპიტალი $2 მლნ) თვეში 40 ტონა ძაღლის საკვების ევრკავშირში ექსპორტი უკვე დაგეგმა. ადგილობრივ დისტრიბუტორებთან კონტრაქტები გააფორმა.

კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის დავით ბარდაველიძის თქმით, კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია პრემიუმ კლასს განეკუთვნება  და ევროკავშირის ბაზარზე კგ 10-14  დოლარად გაიყიდება.   საბოლოო პროდუქტის მისაღებად კომპანიას ნედლეული ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ ამერიკიდან, კერძოდ ბრაზილიიდან შემოაქვს.

მისი თქმით, წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება ჯერჯერობით დაშვებული არ არის და ამ უფლების მისაღებად საქართველოს გარკვეული პროცედურების გავლა და სტანდარტების დაკმაყოფილება  მოუწევს.

 ჯორჯიან პროდაქტსმა“ ორი კონტეინერი, 40 ტ  ძაღლის საკვები გააგზავნა აშშ-იც, სადაც შესვლა უფრო მარტივი  აღმოჩნდა. მიზეზად ბარდაველიძე ნაკლებ ბიურაკრატიას ასახელებს. მისი თქმით, ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად კავშირის წევრი ოცდაშვიდივე ქვეყნის თანხმობაა საჭირო, რაც რთული პროცედურაა.

ბარდაველიძის თქმით, „ ჯორჯიენ პროდაქტსი“ მხოლოდ ექსპორტზეა ორიენტირებული და ჯერჯერობით ადგილობრივ  ბაზრის ათვისება - მონიტორინგი  დღის წესრიგში არ დგას.

მან სახელმწიფოს ერთობლივ ძალისხმევაზეც აღნიშნა, ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობისთვის, ევროკავშირის საიტზე რომ აიტვირთა ნებართვა, რომელიც საქართველოს ექსპორტის საშუალებას აძლევს. აღნიშნა, რომ ამიერიდან ყველა შეძლებს, მთავარია საწარმოპს ჰქონდეს ISO 22-ის სტანდარტი.

ჯორჯიან პროდაქტსის კონტრაქტორი უმსხვილესი კომპანია Costco-ა. ჯორჯიან პროდაქტსის წარმოებულ შინაური ცხოველების ავეჯი მოთხოვნადია სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის აშშ-ში. http://geoproducts.ge/catalogue

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები