ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3119        EUR 4.0107        GBP 4.4426        RUB 4.4084        UAH 1.1685        AZN 1.9482        AMD 6.492      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მსოფლიო ვალი წლის ბოლოს რეკორდულ ნიშნულზე ავა
20 ნოემბერი, 2020, 20:57

თბილისი (GBC) - კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიო ვალის მოცულობა წლის ბოლომდე ისტორიულ რეკორდს მოხსნის და $277 ტრილიონამდე გაიზრდება (გლობალური მშპ–ის 365%). ასეთი პროგნოზი Institute of International Finance–ის ანგარიშშია მოცემული.

გასული წლის ბოლოდან ვალის მოცულობა $15 ტრილიონით არის გაზრდილი. პროგნოზების თანახმად, არასაფინანსო სექტორის ვალები მიმდინარე წელს $210 ტრილიონს მიაღწევს, ნაცვლად 2019 წლის $194 ტრილიონისა. განვითარებადი ქვეყნების ვალი მათი ჯამური მშპ–ის 210%–ს შეადგენს.

ვალის გაზრდის მიზეზად ექსპერტები ქვეყნებისა და კორპორაციების მიერ სესხების აღების გახშირებასა და დაბალ საპროცენტო განაკვეთებს ასახელებენ. ამაში კი ეკონომისტები დეფოლტის რისკებს ხედავენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის საგარეო ვალი, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, $6,99 მლრდს აღემატება (22 602 557 000 ლარი). ეს მაჩვენებელი $1,32 მლრდ–ით აღემეტება 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს ($5,67 მლრდ). 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები