ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2994        EUR 3.9801        GBP 4.4674        RUB 4.4446        UAH 1.1683        AZN 1.9409        AMD 6.3359      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
კონგრესი ჩრდილოეთის ნაკადს -2 ასამარებს
30 ნოემბერი, 2020, 11:58
კონგრესი ჩრდილოეთის ნაკადს -2  ასამარებს

თბილისი (GBC) - აშშ–ის კონგრესმენები ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ, რომლებმაც საბოლოოდ უნდა „დაასამარონ“ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს და აღნიშნავს, რომ მორიგი საჯარიმო სანქციები ორი უკრაინელი ლობისტის გამარჯვება შეიძლება გახდეს.

გაზეთის ცნობით, უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“ წარმომადგენელი ვადიმ გლამაზდინი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომელი ალეკსანდრ ხარჩენკო ოთხი წლის განმავლობაში ცდილობდნენ თეთრი სახლის დარწმუნებას სანქციების აუცილებლობაში. უკრაინელების მხრიდან ლობირება და სენატორ თედ კრუზის მხარდაჭერა შედეგიანი აღმოჩნდა – გასულ წელს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობა შეჩერდა, რომლის დასასრულებლად სულ რაღაც 76 კმ სიგრძის მილსადენის გაყვანაა საჭირო.

რუსული გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების 90% უკვე შესრულებულია. რომ არა აშშ–ის უკვე არსებული სანქციები, სილსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს შევიდოდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები