






USD | 3.2994 |
EUR | 3.9801 |
GBP | 4.4674 |
TRY | 0.4395 |

თბილისი (GBC) - ნავთობი ისევ მინუსშია ОPEC+ ფორმატის წევრი ქვეყნების სამიტის 1–ლი დეკემბრიდან 3 დეკემბერს მოულოდნელად გადატანის ფონზე სამშაბათის ვაჭრობებზე ნავთობი იაფდება.
გუშინდელ შეხვედრაზე OPEC–ის წევრი ქვეყნების მინისტრებმა კონსენსუსს მიაღწიეს არსებული შეზღუდვების
(7,7 მლნ ბარელი დღე–ღამეში) 2021 წლის პირველ კვარტალში შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
ეს შეთანხმება დღეს უნდა დაემტკიცებინათ OPEC+ ფორმატში დღეს
დაგეგმილ შეხვედრაზე. თუმცა, მოულოდნელად, დამატებითი კონსულტაციების მოტივით, სხდომა
ორი დღით გადაიდო.
ზოგიერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ნავთობზე მოთხოვნა ძალია
დაბალია იმისათვის, რომ მოპოვებაზე შეზღუდვები მოიხსნას, ხოლო სხვა ქვეყნები ნავთობმოპოვების
მოცულობების გაზრდის მომხრე არიან.
„OPEC+ ჩიხშია, ვინაიდან ევროპული და ამერიკული ინდიკატორები
გვიჩვენებენ, რომ ნავთობზე მოთხოვნა დაბალია, ხოლო აზიაში ვითარება უკეთესია“, – აღნიშნავს
Commonwealth Bank of Australia–ს ნედლეულის სექტორის ანალიტიკოსი ვივეკ დხარი.
„მიუხედავად OPEC+ ფორმატის წევრ ქვეყნებს შორის დიდი
აზრთასხვადასხვაობისა, ფაქტი, რომ დამატებით ორი დღე მოითხოვეს მოლაპარაკებებისთვის,
პოზიტიურად შეიძლება მივიჩნიოთ“, – ციტირებს დხარს სააგენტო Bloomberg.
ამასობაში, Brent-ის
მარკის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე, თბილისის დროით 10:44 საათისთვის
0,84%–ითაა გაიაფებული და ბარელი $47,48 ღირს.
ამერიკული WTI-ს ფასი ამ დროისთვის
0,82%–ით შემცირდა და ერთი ბარელის ფასი $44,97–ს შეადგენს.