ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3044        EUR 4.0228        GBP 4.5138        RUB 4.4121        UAH 1.1741        AZN 1.9453        AMD 6.3699      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
covid 19 ბიუჯეტის სოლიდურ ნაწილს "გვიფლანგავს“
1 დეკემბერი, 2020, 19:17
covid 19 ბიუჯეტის  სოლიდურ  ნაწილს  გვიფლანგავს“
თბილისი (GBC) - 2020 წელს გამოჩენილი მტერი ქართულ ეკონომიკას არც 2021-ში მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. სამწუხაროა, რომ 2020 წლის მსგავსად, ვალების აღების ხარჯზე მოხდება ვალდებულებების ნაწილის გასტუმრება 2021 წელსაც. თუმცა, მეორე მხრივ, ვალების არ აღება ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა გონივრულ გადაწყვეტილებად. ვალის აღება, არა მხოლოდ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული მოქმედებებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანი საბიუჯეტო და ქვეყნის სოციალური სტაბილურობისათვის, რომელიც თავის მხრივ, ჯამში სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფს 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს: პენსიონერს, მასწავლებელს, ჯარისკაცს, პოლიციელს, ექიმს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საყოველთაო ჯანდაცვასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე,“ - აცხადებს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ექსპერტის განცხადებით, „დღესვე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კოვიდის გააქტიურებასა თუ შენელებაზე და აგრეთვე, ხელისუფლების მიერ კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარებზე იქნება დამოკიდებული 2021 წლის, როგორც ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და დასაქმება, ასევე ინვესტიციების მოცულობა, საბანკო სესხის ღირებულება თუ სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, რომელიც საქართველოსთვისაა 2021 წელს პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის, თუ სხვათა მიერ.“
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები