ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2994        EUR 3.9801        GBP 4.4674        RUB 4.4446        UAH 1.1683        AZN 1.9409        AMD 6.3359      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბიზნესს ბიზნესის შეგროვილი ფულის მხოლოდ 24% მოხმარდა
2 დეკემბერი, 2020, 16:47
ბიზნესს ბიზნესის შეგროვილი ფულის მხოლოდ 24% მოხმარდა

 

თბილისი (GBC) - 2020 წლის ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებებით, ბიუჯეტში აისახა პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შოკების საპასუხო ღონისძიებები. ამ მხრივ გამოყოფილმა თანხამ 2,038 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ხარჯები რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდა.  დაფინანსების 39.5% (806 მლნ ლარი) მიიმართა მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე, 23.8% (485 მლნ ლარი) ეკონომიკის სტიმულირებაზე, ხოლო 17.1% (348 მლნ ლარი) ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე.

 

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე გამოყოფილი თანხიდან 133.5 მლნ ლარი წარმოადგენს StopCov ფონდში აკუმულირებულ თანხას, საიდანაც 8 თვის მდგომარეობით, 120 მლნ ლარი მიიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქება - 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარება დაფინანსებისთვის .

 

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პანდემიის შედეგად გამოწვეული დამატებითი ხარჯების დასაფინანსებლად გარდა ბიუჯეტის კანონის ცვლილებისა, 21.3 მლნ ლარი აკუმულირებული იქნა პროგრამებს/ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების შედეგად, საიდანაც 16 მლნ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიიმართა ეკონომიკის სტიმულირების, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 მლნ ლარი - სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები