






USD | 3.2987 |
EUR | 4.0033 |
GBP | 4.5044 |
TRY | 0.4463 |

თბილისი (GBC) - დაკრედიტების ზრდა ( +11.4%, კურსის ეფექტის გამორიცხვით) ოქტომბერში, საცალო სესხების ხარჯზეა შენარჩუნებული. კერძო სექტორი კორპორატიული ბაზრის შემცირებაზე და ნოემბრის უარეს მოლოდინზე აცხადებს, მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებით.
საინვესტიციო ბანკირებისთვის ბიზნესსესხებზე მოთხოვნის კლება, სასიგნალოა, ეკონომიკის ისედაც შემცირებული პროგნოზის გაუარესების.
ეს დაარტყამს ₾/$ კურსს, რომელიც თავისუფლად მცურავი ბუნებით შოკის მშთანთქავია. კურსის ფუნქციონალურ დატვირთვაზე სებ-ის პრეზიდენტს ბევრჯერ განუცხადებია. ასევე ლარის მერყეობის მოკლევადიანობაზე და რეალურ ეკონომიკაზე შოკის გავლენის შესუსტების უნარზე.
ანალიტიკოსები კი ლარი დასუსტებაზე, სატელევიზიო ეთერში საუბრობენ, მათ შორის BMG-ისთან ჩართვაში, ლარის სისუსტეზე G&T -ის მკვლევარმა ევა ბოჭორიშვილმაც განაცხადა.
მან საბანკო სექტორის პორტფელის მაღალ დოლარიზაციაზე აღნიშნა. ასევე სავალუტო სესხების კლების ტრენდზე, რაც სავარაუდოდ დეკემბერშიც შენარჩუნდება. უცხოური ვალუტის მსესხებელი კორპორატიული სექტორია, შემცირება კი სექტორის პასიურობაზე მიანიშნებს და ვითარება ეკონომიკის გაჯანსაღებამდე არ შეიცვლება. ბოჭორიშვილმა წერტილოვანი ლოქდაუნის გავლენაზეც აღნიშნა.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ოქტომბერში 1.1 მლრდ ლარის ბიზბნესესხია გაცემული, მათ შორის 377 მლნ-ის მცირე და საშუალო საწარმოებისთვი. აქედან სავალუტო პორტფელი შეადგენს $250 მლნ -ს და მხოლოდ $65 მლნ-ია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება. ოქტომბერში გაცემულ სესხების რაოდენობაში მც/საშ ბიზნესის წილი 2%-საც არ აღწევს. წილი 1.68%-ია
მოსალოდნელ კლებას აანონსებს მსხვილი სავაჭრო ბიზნესიც. რითეილერებმა ლოქდაუნში ვაჭრობის ნებართვაზე პრემიერს მიმართეს. პანდემიით ყველაზე დაზარალებული ტურიზმის სექტორია, რომელიც ბიზნესის გაფართოებისთვის ახალ სესხს კიდევ რამდენიმე თვე ვეღარ აიღებს, მიმდინარეს კი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფო დაუსუბსიდირებს.
2021 წლის ბიზნესის დახმარების საბიუჯეტო პაკეტი 430 მლნ-იანია საკრედიტო საგრანტო ფონდი ₾50 მლნ.