






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - კოვიდ პანდემიის გამო ახალი ავტომობილების ბაზარი და იმპორტი საქართველოში 30%-ით შემცირდა. 35%-იანი კლება აქვს გაყიდვებში „იბერია ბიზნესჯგუფსაც“, რომელიც საქართველოში „აუდის“, "ფოლსკვაგენის“ „შკოდას“ „რენოს“ „კიას“ და „მიცუბიშის“ ინტერესებს წარმოადგენს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის დავით გოგორაშვილის
ინფორმაციით, გაყიდვებს აფერხებს ეროვნული ბანკის ის რეგულაციაც, რომელიც 200 ათას
ლარამდე სესხის დოლარში აღებას ზღუდავს.
გოგორიშვილის თქმით, კომპანიის წილი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით
20%-ია და გაყიდვები პანდემიის გამო ონლაინ
რეჟიმში ხორციელდება.
ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო და შესაბამისად,
მომხმარებლის მოსაზიდად კომპანია ფასების დაახლოებით 5%-ით შემცირებას გეგმავს.
„ამ ეტაპზე შემცირებული შემოსავლების გამო თანამშრომლების
შემცირებას არ ვგეგმავთ,“ -აცხადებს გოგორაშვილი.
„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე
1999 წლიდან საქმიანობს. ახალი ავტომობილების იმპორტისა და რეალიზაციის გარდა კომპანია
ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას თბილისსა და ბათუმში.
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 9.7 %-ით საქართველოს მთლიან იმპორტში პირველ ადგილზეა. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ $623 მლნ-ის იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.9%-ით ნაკლებია.