






USD | 3.2994 |
EUR | 3.9801 |
GBP | 4.4674 |
TRY | 0.4395 |

თბილისი (GBC) - ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით, - წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
ევროკომისარი საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარზე აღნიშნავს, პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე და ვირუსთან ბრძოლაზე -"კარგი საუბარი მქონდა მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ"
ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით.
მეტი ურთიერთკავშირი ჩვენი საერთო პრიორიტეტია”, - აღნიშნავს ევროკომისარი.