






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) - ეპიდემიის ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ, - ამირან გამყრელიძემ კლინიკების 24/7 რეჟიმზე გადასვლაზე განაცხადა, შაბათ-კვირის ჩათვლით, ოპერატიული ტესტირებისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ჰოსპიტალისებულ ყველა პაციენტს ტესტირება უფასოპდ უტარდება. თვითდინებით ტესტირების მსურველი 9 ქალაქში, მათ შორის თბილისში შესაძლებელია კლინიკაში და ამბულატორიაში. 60 რეფგიონში (ყაზბეგი, ამბროლაური, მცხეთა) ამბულატორია და კლინიკები ერთადაა და შესაბამისად პირი გეოგრაფიულად მოსახერხებელ ცენტრს მიმართავს ტესტირებისთვის.
ამირან გამყრელიძემ დღიური ტესტირების რაოდენობის 20 000-მდე გაზრდის გეგმაზე განაცხადა. მან ამბულატორიების რაოდენობის გაზრდაზეც განაცხადა და თუ არ იქნება საკმარისი აფთიაქებიც ჩართვა არ გამორიხცხა. თბილისში ამ დროისთვის 42 ამბულატორიული ადგილია, სადაც ანტიგენის ტესტი ტარდება.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში 49 ინფიცირებულია
გამოჯანმრთელებული ექიმი ლევან რატიანი აღნიშნავს, რომ covidგადატანილებს ვაქცინაცია არ დასჭირდება, რადგან ვირუსი მყარ იმუნიტეტს ტოვებს
coidსტატისტიკა ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 შემთხვევა. 26/02/2020-დან 1 425. 5 068 ახალი შემთხვევიდან, თბილისშია -1 959, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა - 24 349. მათ შორის, 6 671 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267. მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში-491, აჭარაში-155, იმერეთში-247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 476 პირი, მათგან თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45.
3 899-ია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022-აჭარაში, 343-იმერეთში.
13 779 პირი მკურნალობს ბინაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, საზღვრიდან გადაყვანილია-19 803 პირი.
თვითიზოლაციაშია 51 262 პირი.