






USD | 3.2987 |
EUR | 4.0033 |
GBP | 4.5044 |
TRY | 0.4463 |

თბიილსი (GBC) - 111 ფიზიკური პირი დაჯარმდა,ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად
დაჯარიმებულთა შორის არიან
მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების
შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ამასთან, 28 ნოემბერი - 3 დეკემბრის პერიოდში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათ შორის, წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს, საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს, ხოლო დაჯარიმდა 7.
2 719 ობიექტის რემონიტორიგით, განმეორებითი დარღვევა არცერთს უფიქსირდება
პირბადის უგულებელყოფისთვის ფიზ. პირი 20 ლარით, იურიდიული (მაგ: მაღაზიის მეპატრონე) 500 ლარით ჯარიმდება. იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის კი რიგითი მოქალაქე 2 000 ლარით, იურიდიული პირი 10 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებით შემთხვევაზე კომპანია იხურება, დამრღვევ ფიზიკურ პირს კი 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება