






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) - თბილისში, ტრანზაქციების უმეტესობა ახალ ბინებზე მოდის. უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ დამფუძნებლის ნელი გოგუაძის ინფორმაციით, გაყიდვების 80% ახალ ბინებზე მოდის და მომხმარებელი უპირატესობას 55 მ² დან 70 მ² -მდე ფართის ბინებს ანიჭებს.
გოგუაძის თქმით,
ლარის გაუფასურების და კოვიდ პანდებიის გამო „ კიბეს“ გაყიდვები გასულ წელთან შედარებით გაუნახევრდა, თუმცა ფასები უმნიშვნელოდ შეიცვალა.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევით, 2020 წლის მესამე კვარტალში
ახალ ბინებზე საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დოლარში
2.1 %-ით შემცირდა ( $ 701 კვ.მ-ზე), ხოლო ლარში საშუალო შეწონილი ფასი 4.4 %-ით (
2.196 ლარი/კვ.მ) გაიზარდა.
2020 წლის მესამე კვარტალში, პრემიუმ სეგმენრის წილი ახალ ბინებში 6 %-მდე შემცირდა, ხოლო დაბალი სეგმენტის ტრანზაქციების წილი 69%-მფე გაიზარდა.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, პრემიუმ სეგმენტის წილმა 8 % შეადგინა ხოლო, დაბალი სეგმენტის ტრანზაქციების წილი 62%-მდე გაიზარდა.