ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4359        EUR 4.1351        GBP 4.7735        RUB 4.5112        UAH 1.2273        AZN 2.0192        AMD 6.5846      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე
10 დეკემბერი, 2020, 14:22
ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე

თბილისი (GBC) - ბილაინი ამიერიდან ყველა აქტიური მობილური თამაშის ხელმისაწვდომბაზე აცხადებს განახლებულ პორტალზე: games.beeline.ge. პორტალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს  აირჩიოს მისთვის საინტერესო თამაში და შეუზღუდავად დააგროვოს მეგაბაიტები და წუთები. განახლებულ პორტალზე ასევე შესაძლებელია ლიდერთა სიის შემოწმებაც, სადაც მომხმარებლები ხედავენ მოხვდნენ თუ არა დღის, კვირის, თუ თვის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში. პორტალის ბლოგის კატეგორია კი განუთვნილია მობილური თამაშების სფეროსთან დაკავშირებული აქტუალური ინფორმაციისთვის.

 

ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნით. ამ ეტაპზე ბილაინს, უცხოელი და ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილი 7 სახალისო თამაში აქვს პორტალზე განთავსებული. მომხარებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი და დაიწყონ მეგაბაიტების, სასაუბრო წუთებისა და, სამომავლოდ, SMS-ების დაგროვებაც.

 

2020 წლის 31 დეკემბრადე, ბილაინის თამაშების მომხმარებელებს ასევე შესაძლელობა აქვთ ჩაერთონ მიმდინარე გათამაშებაში, რომლის შედეგადაც თვის ყოველი კვირის ბოლოს ვლინდება აბონენტი, რომელმაც ერთჯერადად მეგაბაიტების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა და მას მოგებული მეგაბაიტები უორმაგდება. აბონენტი რომელიც ერთი თვის პერიოდში - 16 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, ერთჯერადად მაქსიმალური რაოდენობის მეგაბაიტებს დააგროვებს, საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung SM-830 40mm Galaxy Watch. დეკემბრის ბოლო დღეს კი ვლინდება აბონენტი, რომელმაც ჯამურად, 15 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში ერთჯერადად მაქსიმალური ქულა დააგროვა და მას საჩუქრად გადაეცემა სმარტფონი Samsung Galaxy Note 20 Ultra.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები