ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4359        EUR 4.1351        GBP 4.7735        RUB 4.5112        UAH 1.2273        AZN 2.0192        AMD 6.5846      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო ფონდმა საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა
11 დეკემბერი, 2020, 12:45
საპარტნიორო ფონდმა საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა

თბილისი (GBC) - „საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის უშუალო ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდმაბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსთვის თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი და მისი დამხმარე მოწყობილობები შეიძინა და კლინიკას საჩუქრად გადასცა.

რამდენიმე კვირის წინსაპარნტიორო ფონდისხელმძღვანელი, ბატონი დავით საგენელიძე იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში და გადმოგვცა 10 000 პირბადე. იგი გაეცნო არსებულ სიტუაციას და გამოწვევებს. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ ჟანგაბდის გაზრდილი ხარჯის გამო, გაჩნდებოდა დამატებითი რეზერვუარის საჭიროება. ბატონმა დავითმა მოახერხა ამ საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა,“ განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ოთარ დავითაძემ.

ავზი უკვე დამონტაჟებულია და მისი დახმარებით, კლინიკას საშუალება მიეცა, დღეისათვის არსებული გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით ჟანგბადის საჭიროების მქონე კოვიდ პაციენტებისთვის 72 საათის სამყოფი მარაგები უზრუნველჰყოს.

შექმნილ ვითარებაში არსებული 6-ტონიანი რეზერვუარი ჩვენთვის საკმარისი აღარ იყო. „საპარტნიორო ფონდმამიიღო გადაწყვეტილება, დაგვხმარებოდა ამ დიდი პრობლემის მოგვარებაში და დამატებით თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი გადმოეცა ჩვენთვის,“ აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტმა ჰოსპიტალური მართვის საკითხებში, ზაზა ავალიანმა.

შეგახსენებთ, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდისაღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის მხარდაჭერით შექმნილი პირბადეების საწარმონიუ ტექნოლოჯი იმპექსისდამფუძნებელმა დავით მიმინოშვილმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო პირბადეები „Faceguard“- და ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი პირბადეები გადასცეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები