ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4359        EUR 4.1351        GBP 4.7735        RUB 4.5112        UAH 1.2273        AZN 2.0192        AMD 6.5846      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
უნდა გავუფრთხილდეთ „ნამახვანის“ მსგავს მეგაპროექტებს
21 დეკემბერი, 2020, 16:01
უნდა გავუფრთხილდეთ „ნამახვანის“ მსგავს მეგაპროექტებს

თბილისი (GBC)  - ნამახვანის ჰესების“ კასკადი 1,5 მლრდ კვტ / სთ გამომუშავებაა, მოხმარების 10%. ესაა 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და ჩვენ 2021 წელს, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგაპროექტებს. პროექტში დასაქმდება 2000 - მდე ადამიანი, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე.

 

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, როდესაც ასეთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მას ცალსახად გააჩნია თავისი ზეგავლენა გარემოზე. „ამ საკითხს ძალიან სკრუპულოზური შესწავლა და კონტროლი სჭირდება. თავად ინვესტორმაც ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით - საკმაოდ ბევრი კვლევა ჩაატარა, სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაშია ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მეფუტკრეობა და მეღვინეობა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მისი თქმით, ინვესტორი კომპანია თანამშრომლობს ხეობის მცხოვრებლებთან, ახორციელებს სხვადასხვა სოციალური ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საბავშვო ბაღისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას. „მაგრამ, ბუნებრივია, პერიოდულად ჩნდებოდეს გარკვეული კითხვები, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორთან და მოვუწოდებთ კიდეც, რომ უფრო მეტად შევიდეს პროექტის განმარტებაში, თუ როგორ არის ყველა რისკი აცილებული,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის გაცემული.

 

„ჩატარებულია გარემოს დაცვის შეფასება და საჯარო მოსმენები. ის ფაქტიც კი, რომ ნებართვას ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ და თითოეული სამუშაო ციკლის შემდეგ კვლავ ხდება გადამოწმება, რამდენად შესაბამისობაშია ის დამტკიცებულ პროექტთან,  სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ ობიექტს და მის უსაფრთხოებას. ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ და ვამონიტორებთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები