






USD | 3.4359 |
EUR | 4.1351 |
GBP | 4.7735 |
TRY | 0.4258 |

თბილისი (GBC) - სასტუმროებს რესტორნის მუშაობა 21:00 სთ-მდე შეეზღუდება. დიდ ქალაქებში საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, 24/12 -დანაც გაჩერებული რჩება. 24/12-დან ბაზრობები არ გაიხსნება. მოლები და ყველა სხვა მაღაზია 7:00 -19:00 სთ-მდე იმუშავებს. 20² -ზე მხოლოდ 1 მომხარებელი დაიშვება.
ფასდაკლება მხოლოდ დილის სთ-ში იმოქმედებს. გასახდელები არ გაიხსნება და ნაყიდი ნივთის დაბრუნება 1 თებერვლიდან გახდება შესაძლებელი.
24/12-2/01 პერიოდის შეღავათები ინფრასტრუქტურის მინისტრმა გამოაცხადა. სავაჭრო ობიექტებში კაფე არ იმუშავებს. არც გატანის სერვისი.
ექიმი ვარ განათლებით, არ ვარ ჩინოვნიკი - ამირან გამყრელიძემ ბალანსირებული შეზღუდვების მიზანშეწონილობაზე განაცხადა. მიაჩნია, რომ დღიური ინფიცირების 3 000-მდე შემცირებული მაჩვენებლი, საქართველოსთვის მაინც მაღალია.
ანტივირუსული პრერატების, მათ შორის რემდესივირის გამოყენებაზე, ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომ პრეპარატები, სხვადასხვა კვლევაში, მათ შორის სოლიდარობის, უნდა იყოს ჩართული.
საქართველოში ღატაკი ქვეყნისთვის განკუთვნილი ვაქცინის შესაძლო შემოსვლაზე, კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ჟურნალისტებს შეკითხვითვე უპასუხა, თუ რატომ ფიქრობენ ასე და თანაც რატომ აჟღერებენ. გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინის შეძენაზე მსხვილ მწარმოებლებთან ფაიზერთან და მოდერნასთანაც მიმდინაერეობს მოლაპარაკებები.