ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4359        EUR 4.1351        GBP 4.7735        RUB 4.5112        UAH 1.2273        AZN 2.0192        AMD 6.5846      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის განცხადებაზე სებ-ი განმარტებას ელის
22 დეკემბერი, 2020, 16:12
აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის განცხადებაზე სებ-ი განმარტებას ელის

თბილისი (GBC) - აფხაზეთის ე.წ. „ეროვნული ბანკი“  აცხადებს, რომ თურქულმა ბანკებმა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყეს. მათ შორის მოხსენიებულია Is Bank-სა და Ziraat Bank-ი. ამ  თემაზე დამატებით განმარტებას ელის ეროვნული ბანკი:

 

Is Bank-ის ფინანსური დირექტორი, უჩა სარალიძე  აცხადებს, რომ აფხაზური მხარის გავრცელებული ინფორმაცია არაადექვატურია. ბანკმა საპროცესინგო სერვისზე  ზედამხედველს უკვე მიაწოდა ყველა დამადასტურებელი ინფორმაცია. პროცესში ჩართულია მშობელი ბანკი, რომელიც  ისევე როგორც თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.


„ჩვენ რა თქმა უნდა გამოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია. პირველადი ინფორმაციის თანახმად ეს არ ეხება ბანკებს რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არიან ლიცენზირებული, თუცმა ჩვენ ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ. მეტ განმარტებას თავად ბანკებიც გააკეთებენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.“, - ამბობს კობა გვენეტაძე.

 

APRA World-ის ბარათები მიღებულია : რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები