






USD | 3.4359 |
EUR | 4.1351 |
GBP | 4.7735 |
TRY | 0.4258 |

თბილისი (GBC) - კრედიტინფო
საქართველომ საფინანსო სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სესხით სარგებლობს 1.8 მლნ-მდე
ადამიანი და ჯამში ₾27 მლრდ-ის აქტიური სესხია გაცემული, რომელიც წლის
დასაწყისიდან ₾3.5 მლრდ-ით არის გაზრდილი. გარკვეულწილად გაუფასურებული ლარის
ფონზე;
მსესხებლების 89%
ბანკს მიმართავს და ეს წილი მიმდინარე წელს არ შეცვლილა; წლის დასაწყისიდან დღემდე
მსესხებლების რაოდენობა გაზრდილია 4.7%-ით, ანუ 81,574 ადამიანით; ჯამური
პორტფელის ვადაგადაცილების მაჩვენებელი
5.9%-ია.
ვადაგადაცილებული
სესხების მოცულობა მისო-ებში უფრო მაღალია და საშუალოდ მათ მიერ გაცემული სესხების
18% ვადაგადაცილებულია. მაშინ, როდესაც საბანკო სექტორში ეს მაჩვენებელი 5%-ია.
საშუალო სესხი ბანკში - ₾15,700 და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში - ₾3,000
კომერციული
ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020
წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით (0.09%-ით) შემცირდა
(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი
ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 468.32 მლნ
ლარით (3.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა
500.18 მლნ ლარით (2.39%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა
0.68%-ით).