ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1428        EUR 3.6519        GBP 4.3427        RUB 4.5287        UAH 1.1893        AZN 1.8496        AMD 6.5816      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
დროა Brexit–ი უკან მოვიტოვოთ -ურსულა
30 დეკემბერი, 2020, 17:05
დროა Brexit–ი უკან მოვიტოვოთ -ურსულა

თბილისი (GBC) - ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროსაბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ თანამშრომლობისა და ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (Trade and Cooperation Agreement) მოაწერეს ხელი.


ხელმოწერის ცერემონია ოთხშაბათს, 30 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს შტაბ–ბინაში გაიმართა.

„გრძელი გზა გავიარეთ. დროა, Brexit უკან მოვიტოვოთ“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე. „ჩვენი მომავალი – ევროპაშია“, – წერ ის და დასძენს, რომ დოკუმენტს მოგვიანებით ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი მოაწერს ხელს.

შარლ მიშელმა, თავის მხრივ, შეთანხმებას ლონდონსა და ბრიუსელს შორის ახალი ურთიერთობების დასაწყისი უწოდა. „ახალი ეტაპი, ახალი ურთიერთობები“, – წერს ის.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2020 წლის იანვარში გავიდა, 43 თვის შემდეგ, რაც Brexit–ის მომხრეებმა 2016 წლის რეფერენდუმში გაიმარჯვეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები