ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
FAO-ს ინდექსი 3 წლიან მაქსიმუმზეა
12 იანვარი, 2021, 14:22
FAO-ს ინდექსი 3 წლიან მაქსიმუმზეა

თბილისი (GBC) - FAO-ს ფასების ინდექსმა 2020-ში, ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია. ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - დეკემბერში, ზრდას განაგრძობდა და 107.2 ქულა შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელს 2.2%-ით აღემატება. სრულად, 2020 წლის წლიურმა, საშუალო ქულამ 97.9 შეადგინა, რომელიც ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული ქულა, 2019 წელის საშუალო მაჩვენებელს 3.1%-ით აღემატება, თუმცა 25%-ით ჩამორჩება 2011 წლის რეკორდულ პიკს.

დეკემბერში, მცენარეულ ზეთზე ფასებმა 4.7%-ით მოიმატა და 2012 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალ, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, დეკემბერში გაიზარდა პალმის ზეთის ფასები, რასაც ხელი შეუწყო ინდონეზიაში საექსპორტო გადასახადის მკვეთრმა ზრდამ. სოიოს ზეთზე კი ფასების ზრდის მიზეზად, არგენტინაში გაჭიანურებული საპროტესტო აქციები იქცა, რამაც ექსპორტის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. საერთო ჯამში, 2020-ში, წინა, 2019 წელთან შედარებით, მცენარეულ ზეთებზე ფასები 19.1%-ით გაზარდა.

ნოემბერის თვესთან შედარებით, 1.1%-ითაა მომატებული FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც. აღნიშნული მონაცემი, 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს - 6.6%-ით აღემატება. ხორბლის ფასის ზრდის მიზეზად, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, რუსეთში მარცვლეულის მოყვანისათვის საჭირო პირობებთან დაკავშირებული პრობლემები მოაზრება. რაც შეეხება ბრინჯს, 2020-ში, წინა წელთან შედარებით ბრინჯის ექსპორტი 8.6-ით გაიზარდა. იგივე მაჩვენებელი სიმინდზე გაზრდილია - 7.6% ხოლო ხორბალზე - 5.6%-ით.

3.2%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდა უწყვეტად გრძელდებოდა ბოლო შვიდი თვის მანძილზე. აღნიშნულის მიზეზად მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, რძესა და რძის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, 2020-ში რძის ფასების ინდექსის საშუალო ქულა, 1.0%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის მაჩვენებელს.

დეკემბერში, ხორცის ფასების ინდექსი გაიზარდა 1.7%-ით, ხოლო 2020 წელის ხორცის საშუალო მაჩვეენებლი, 2019 წლის ნიშნულს 4.5%-ით ჩამორჩებოდა. წლის ბოლო თვეს, ფრინველის ხორცზე ფასები მსუბუქად გაიზარდა, ხოლო ღორის ხორცზე კი შემცირდა. შემცირება გერმანიის მხრიდან ექსპორტის ცვლილებას უკავშირდება, რასაც წინ უძღვოდა აზიაში ღორის აფრიკული ცხელების აფეთქება, რამაც ცხოველის განადგურება გამოიწვია.

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა 0.6%-ით დაიკლო დეკემბერში. 2020 წელს შაქრის ფასების საშუალო მაჩვენებელი კი 1.1%-ით მეტი იყო, 2019 წლის ამავე მონაცემზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

FAO კომუნიკაციების ოფიცერი: ნინო თოფურიძე;

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები