






USD | 3.4363 |
EUR | 4.1187 |
GBP | 4.7380 |
TRY | 0.4265 |

თბილისი (GBC) - აშშ- ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიორგი გახარიას - აშშ მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას
აშშ-ის
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რობერტ ო’ბრაიენი, გიორგი გახარიას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
მისალოც
წერილში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის პრემიერ-მინისტრთან
და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი
სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
„გილოცავთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. შეერთებული
შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას
ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
შეერთებული
შტატები დიდად აფასებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში საქართველოს
განუხრელ მონაწილეობას ავღანეთში. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე
მხარდამჭერად“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.