






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადება, შეზღუდვების მოხსნისთვის ბიზნესის მზადყოფნა და პენიტენციურ სისტემაში ეპიდვითარება წყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოთხშაბათის სხდომაზე.
სამედიცინო პერსონალისთვის Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების მიღებაზე COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებაზე აღნიშნა. 3 იანვრის ტესტირებით, მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 შემთხვევა გამოვლინდა, რის შემდეგაც PCR-ტესტირება სხვა დაწესებულებებშიც ჩატარდა.
11 იანვარს, ტესტირება ჩაუტარდა ნომერ მე-2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ 1 აღმოჩნდა კოვიდ-დადებითი. 12 იანვარს, ინტენსიური PCR-ტესტირების ფარგლებში, ტესტირება ჩატარდა მე-6 რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ტესტირება ტაქსის 6 000-ზე მეტ მძღოლს ჩაუტარდა და დადებითი შემთხვევების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. გაიტესტა სხვადასხვა კონფესიის 2 000 -ზე მეტი მსახური და ინფიცირების მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც 1%-ია.
ბაზრობაზე მოვაჭრე 4 000 ტესტიდან ასევე დადებით შემთხვევათა რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია.
აღინიშნა, რომ შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია
და პირველად, ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებებიდან
დადებითი პასუხები 10%-დან 8%-ზე ჩამოვიდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა
გახდეს.
ბოლო 24 სთ-ში რეგულაციების დარღვევის 1 195 ფაქტი გამოვლინდა. 145 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, მათ შორის 21:00-დან 05:00საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის და უპირბადოდ გადაადგილებსთვის (1 050 პირი).
კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან (26/02.2020) 243 255-ია ლაბორატორიულად დადასტურებული. 227 611 პირი გამოჯანმრთელდა,
ამ
ეტაპზე კარანტინში იმყოფება 496 ადამიანი,
კლინიკურ სასტუმროებში - 579 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის
ქვეშ - 3 873 პირი.