ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3252        EUR 3.9976        GBP 4.6187        RUB 4.4557        UAH 1.1895        AZN 1.9542        AMD 6.3037      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქვეყანა ვაქცინაციისთვის ემზადება
13 იანვარი, 2021, 14:19
ქვეყანა ვაქცინაციისთვის ემზადება

თბილისი (GBC) - ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადება, შეზღუდვების მოხსნისთვის ბიზნესის მზადყოფნა და პენიტენციურ სისტემაში ეპიდვითარება წყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოთხშაბათის სხდომაზე.


 სამედიცინო პერსონალისთვის Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების მიღებაზე COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.


სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებაზე აღნიშნა. 3 იანვრის ტესტირებით,  მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში  23 შემთხვევა გამოვლინდა, რის შემდეგაც PCR-ტესტირება სხვა დაწესებულებებშიც ჩატარდა.


11 იანვარს, ტესტირება ჩაუტარდა ნომერ მე-2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ 1 აღმოჩნდა კოვიდ-დადებითი. 12 იანვარს, ინტენსიური PCR-ტესტირების ფარგლებში,  ტესტირება ჩატარდა მე-6 რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.


ტესტირება ტაქსის 6 000-ზე მეტ მძღოლს ჩაუტარდა და დადებითი შემთხვევების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. გაიტესტა სხვადასხვა კონფესიის 2 000 -ზე მეტი მსახური და ინფიცირების მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც 1%-ია.


ბაზრობაზე მოვაჭრე 4 000  ტესტიდან ასევე დადებით შემთხვევათა რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია.


აღინიშნა, რომ  შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და პირველად, ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხები 10%-დან 8%-ზე ჩამოვიდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს. 


ბოლო 24 სთ-ში რეგულაციების დარღვევის 1 195 ფაქტი გამოვლინდა. 145 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, მათ შორის 21:00-დან 05:00საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის და უპირბადოდ გადაადგილებსთვის (1 050 პირი).


კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან (26/02.2020) 243 255-ია ლაბორატორიულად დადასტურებული. 227 611 პირი გამოჯანმრთელდა, 


ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 496 ადამიანი,  კლინიკურ სასტუმროებში - 579 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 873 პირი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები