ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3044        EUR 4.0228        GBP 4.5138        RUB 4.4121        UAH 1.1741        AZN 1.9453        AMD 6.3699      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დენის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
13 იანვარი, 2021, 16:38
დენის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისი (GBC) -  ელექტროენერგიის 01.01.2021-დან გაძვირებული ტარიფის ფასნამატის 50%  გადამამუშავებელ წარმოებას (რძის, ხორცის, წარმოება/გადამუშავება, ფრინველის ხორცის გადამუშავება, ბოსტნეულის მოყვანა, კონსერვირება, ხილის გადამუშავება ...) 12 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირდება. 


„იცით, რომ ქართული წარმოების კვების პროდუქტები დომინირებს ჩვენს ბაზარზე, უპირატესი მოთხოვნა მოდის სწორედ ადგილობრივი წარმოების  კვების პროდუქტებზე და ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება დაიცავს პირველ ნათია თურნავამ.


სუბსიდიით სარგებლობისთვის, მეწარმემ 13-17 იანვრის პერიოდში უნდა წარადგონოს განაცხადი და პასუხს 10 თებერვლამდე მიიღებს https://registration.gov.ge/electricity

სუბსიდირება ვრცელდება; თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება/კონსერვირებაზე; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის.


არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 12 თეთრით, „თელასისა „ და „ენერგო პრო - ჯორჯიას“ აბონენტებისათვის კი 1 კვ/სთ ელექტროენერგიის 3.5 თეთრით დროებითი გაძვირების გადაწყვეტილება სემეკმა 2020-ის მიწურულს მიიღო.  გრძელვადიან ტარიფს  სემეკი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს.


გაძვირებული დენის საფასური 300 კვტ/სთ -ს მომხმარებელ ფიზიკურ პირს 100%-ით  უსუბსიდირდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები