






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - ტერაბანკი BDO Digital-თან ერთად პროცესების რობოტიზაციას (RPA) იწყებს. ბანკი ოპერაციულ საქმიანობაში RPA რობოტებს BDO Digital – ის გუნდის დახმარებით ჩართავს. ბანკის ბექ ოფისში რობოტიზაციასთან თავსებადობის დიაგნოსტიკა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების განსაზღვრა პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწიინებული. მომდევნოზე კი კონკრეტულ ოპერაციებში ციფრული რობოტების ინტეგრირება.
მიზანი დანახარჯების შემცირებაა, RPA
ტექნოლოგიის გამოყენებით, თანამშრომელთა რესურსის დაზოგვა და საბოლოოდ პროდუქტიულობის გაზრდა.
BDO
Digital-ის გუნდი ტერაბანკს დაეხმარება
კომპანიაში არსებული პროცესების ანალიზში, ავტომატიზაციის სირთულისა და სარგებლის
განსაზღვრაში. ასევე იმ პროცესების
გამოვლენაში, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ ავტომატიზაციას და რომლის
რობოტიზაციაც ყველაზე უფრო მეტ სარგებელს მოუტანს კომპანიას. დიაგნოსტიკის ეტაპზე
გამოვლინდება ყველა ის წესებზე დაფუძნებული და დიდი მოცულობის განმეორებადი
პროცესები, სადაც რობოტების დახმარება ააჩქარებს არსებულ პროცესებს და გამორიცხავს
ადამიანური შეცდომების დაშვების რისკს.
წყარო: BDO Digital-ი (UiPath-ის
ოფიციალური პარტნიორი).