






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
მისალოც
წერილში ერდოღანი აღნიშნავს, მეზობელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების მოლოდინზე.
"დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელსაც მე ვაფასებ, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის თავიდან ჩამოყალიბების თვალსაზრისით, თქვენი ბრძნული ლიდერობით, მომავალშიც ყველა სფეროში გაგრძელდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა. დაე, ახალმა წელმა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს რეგიონს მოუტანოს მშვიდობა და სიკეთე“, - აღნიშნულია მისალოცში.