ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3255        EUR 4.0322        GBP 4.6258        RUB 4.4633        UAH 1.1903        AZN 1.9542        AMD 6.3026      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
მარიამ მინაძე
15 იანვარი, 2021, 16:00
Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

თბილისი (GBC) - პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.

 

ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.

 

სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი აქვს შესაბამისი სერთიფიცირება, რომ ის წარმოებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

 

სუნამოს ორიგინალურ შეფუთვასაც თავისი მნიშვნელობა აქვს - შუშის ბოთლს გირჩის ფორმის ვერცხლის გულსაკიდი მოყვება, რათა ტყის სურნელი მუდამ თან ატაროთ. შეფუთვაზე გიორგი გოგუაძემ იზრუნა.

 

სუნამო კონცეპტ მაღაზია IERI-ში იყიდება, რომლის ფასიც 1940 ლარია.  რაოდენობა ამ ეტაპზე შეზღუდულია და IERI Store-ში მხოლოდ 3 ერთეულია ხელმისაწვდომი.

 

ბრენდი Kaveuli რომელიც 2018 დაარსდა, თანამედროვე, ხელნაკეთ სამკაულებს როდირებული ან მოოქროვილი ვერცხლის, მარგალიტისა და ნახევრად ძვირფასი თვლებისგან აწარმოებს. ბრენდის  სახელი ირინა ირემაშვილმა მოიფიქრა.

   

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
სპონსორები