






USD | 3.3255 |
EUR | 4.0322 |
GBP | 4.6258 |
TRY | 0.4498 |

თბილისი (GBC) - იუსტიციის სახლებში ენერგოეფექტური პროექტი ინერგება. ამ ეტაპზე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით თელავის, ახალციხისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლის შენობები აღიჭურვება.
პროექტის ღირებულება 1,4 მლნ ლარია და ის ენერგორესურსების მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად.
მზის კოლექტორების, ავტომატური მართვის სისტემებით მომარაგებაზე, მის მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვებაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება.
იუსტიციის სახლების ენერგოეფეტური ტექნოლოგიებით აღჭურვა საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტის ფარგლებში იგეგმება. პროექტი ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) მიერ გამოყოფილი სესხით დაფინანსდება.