






USD | 3.3255 |
EUR | 4.0322 |
GBP | 4.6258 |
TRY | 0.4498 |

თბილისი (GBC) - დელფინ დ ამარზი პირველი ქალი გახდება, რომელიც პარიზის ბირჟის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს მთელი მისი ისტორიის მანძილზე – XVIII საუკუნიდან მოყოლებული. ამის შესახებ ინფორმაცია Euronext NV–მ გაავრცელა. ესაა პანევროპული საფონდი ბირჟა, ფილიალებით პარიზში, ამსტერდამში, ბრიუსელში, დუბლინში, ლისაბონსა და ოსლოში.
„დელფინ დ ამარზი Euronext Paris–ის გენერალურ დირექტორად და Euronext–ის მმართველთა
საბჭოს წევრად დაინიშნა. ის თავისი მოვალეობების შესრულებას 2021 წლის 15 მარტიდან
შეუდგება“, – ციტირებს დასავლური მედია ბირჟის განცხადაბას.
დელფინ დ ამარზი 47 წლისაა. ის ადმინისტრირების ფრანგული ნაციონალური სკოლის კურსდამთავრებულია. სწავლის დამთავრების შემდეგ საფრანზეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში მნივშნელოვან თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის, სახელმწიფო ხაზინის დირექტორიც იყო. 2007–2009 წლებში იყო საფრანგეთის მთავრობის მრჩეველი საფინანსო საკითხებში. ამ საქმიანობის ფარგლებში მან დამცავი ზომები შეიმუშავა ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის, როდესაც გლობალური კრიზისი დაიწყო აშშ–ის იპოთეკური კრიზისის შემდეგ.