ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიდერატორის პროგრამა გრძელდება
18 იანვარი, 2021, 17:41
ლიდერატორის პროგრამა გრძელდება

თბილისი (GBC) -  საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების მხარდასაჭერად ლიდერატორის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. ბანკი III-IV კურსის სტუდენტებს 12  პროგრამას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ისინი  სამუშაო გამოცდილების მიღებას  ბანკის 40-მდე დეპარტამენტში შეძლებენ. ლიდერატორის მთავარი მიზანია კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე  შეუწყოს ხელი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას.

სტუდენტები 1 წლის განმავლობაში,  როტაციის პრინციპით სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა პოზიციებზე იმუშავებენ. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბანკის ფუნქციონირების 360°-ით დანახვას და კონკრეტული მიმართულებების შესახებ სრულყოფილი ხედვის ჩამოყალიბებას. ამასთან, პროექტში ჩართული სტუდენტების განვითარებას გუნდის პროფესიონალი მენეჯერები ინდივიდუალური მენტორინგითა და ტრენინგებით უზრუნველყოფენ.

პროგრამაზე რეგისტრაცია ორშაბათს (18/01.2021) დაიწყო. პროგრამა ანაზღაურებადია და მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტების სწავლის გრაფიკს.

 „ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მიღებას სტუდენტები ბანკის 40-მდე დეპარტამენტში შეძლებენ. წელს დავამატეთ ისეთი მიმართულებებიც, როგორიცაა HR, მარკეტინგი და ციფრული არხების განვითარება. ვფიქრობთ, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალგაზრდებისთვის კარიერული გეგმების განსაზღვრასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ სტუდენტებს ამ საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვან ეტაპზე. გვჯერა, რომ ეს ყველაფერი დადებითად აისახება როგორც ახალგაზრდების, ასევე ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 ინფორმაციისთვის, ბანკი სტუდენტურ პროგრამებს მათი კარიერული წინსვლის მხარდაჭერის მიზნით 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე 154 ახალგაზრდა დასაქმდა. პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად,  ბანკმა წარმატებით შეძლო 2020 წელს დაგეგმილი პროგრამების ონლაინ ადაპტირება და სტუდენტებისთვის პროექტის 9 სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზება.

ლიდერატორის პროგრამაზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომის შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/career/lideratori?utm_source=News&utm_medium=Press_release&utm_campaign=Youth_Lideratori&utm_content=January

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები