






USD | 3.4462 |
EUR | 4.1530 |
GBP | 4.7964 |
TRY | 0.4168 |

თბილისი (GBC) - პოლიტიკური ზეწოლის პირობებში გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის
ნაკადი 2“ შეიძლება შეჩერდეს, ან საბოლოოდ ჩაიშალოს. ამის შესახებ „გაზპრომის“ ევროობლიგაციების
პროსპექტშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო როიტერი გაეცნო.
კომპანია პირველად ალაპარაკდა ამ სახელგანთქმული გაზსადენის
პროექტის ჩავარდნაზე, თუმცა, კვლავაც აპირებენ მის დასრულებას, „როგორც კი ეს გონივრულად
შესაძლებელი იქნება“.
იმის გამო, რომ „გაზპრომი“ საჯარო კომპანიაა, ის ვალდებულია,
ინვესტორებს წინასწარ, ფასიანი ქაღალდების განთავსებამდე აცნობოს შესაძლო რისკების
შესახებ. სწორედ ამაზეა საუბარი დოკუმენტში, რომელიც ასევე მოიცავს ცნობას განსაკუთრებული
მდგომარეობის შესახებ, რომლის დროსაც პროექტს შეაჩერებენ.
პროექტის საბოლოოდ ჩაშლის შემთხვევაში რუსული გაზის
სახელმწიფო პონოპოლისტს სოლიდური რესურსის მობილიზება მოუწევს კომპენსაციებისა და ჯარიმების
დასაფარად მოზიდვების ანულირების გამო.
გაზსადენის მშენებლობა აშშ–ის სანქციების გამო 2019
წლის დეკემბერში შეჩერდა. ამ მომენტიდან მხოლოდ 2,6 კმ სიგრძის მილსადენი ჩაიდო, ისიც
გერმანიის შელფზე. დანიამ ნებართვა გასცა, თავის ტერიტორიაზე 15 იავრიდან გაეგრძელებინათ
გაზსადენის გაყვანა, თუმცა, მილჩამწყობი ბარჟა „ფორტუნა“ და „აკადემიკოსი ჩერსკი“ ობიექტზე
დღემდე არ გამოჩენილან. ამასთან, რუსულ ბარჟას აშშ სანქციებს უმზადებს.
„გაზპრომის“ შეფი ალეკსეი მილერი 2018 წლის დეკემბერში
ირწმუნებოდა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ 2020 წლის დასაწყისში გაეშვებოდა და აშშ ამას
ხელს ვერ შეუშლიდა.