






USD | 3.3255 |
EUR | 4.0322 |
GBP | 4.6258 |
TRY | 0.4498 |

თბილისი (GBC) - 13 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას მიმართავს და დაწესებული
შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს.
„ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის
ზღვარზე! გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო
სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა).
„, - ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:
1. სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო,
ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის
გათვალისწინებით). გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს
დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ;
2. საერთაშორისო
საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა.
ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან (ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს,
თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი), რომლებსაც არ გაუჩერებიათ
საერტაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან
ბრძოლას.
3. დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა
(გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით); სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვების
დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა
იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კარძო
სექტორის ტერიტორიებზე.
4. შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით,
ამუშავდეს სასტუმროები; დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით
უნდა ნება მიეცეს ყველა სასტუმროს რომ აღადგინოს მუშაობა.
5. აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების
ოპერირება; ასეთი ამუშავების წარმეტებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც
დავინახეთ ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება.
6. დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც
სასტუმროების, ასევე საბაგირო გზეების. საბაგიროების ამუშავება დაკავშირებულია სოციალური
დისტანციის დაცვის რეალურ კონტროლთან. ეს ტექნიკური საკითხი საკმაოდ ადვილად მოგვარებადია
და არ წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას. ამ ტექნიკურ პრობლემას არ უნდა შეეწიროს მთელი
რეგიონების ამუშავების და გადარჩენის პერსპექტივა. თუ კი ამის მისაღწევად აუცილებელია
მასიური ტესტირებების ჩატარება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ამ
პროცესს, თუმცა სავალალო მდგომარეობაში მყოფი და გაჩერებული დარგები ვერ შეძლებენ აღნიშნული
ტესტირების საკუთარი სახსრებით ჩატარებას და აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან
ამ პროცესის სუბსიდირება.