






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის გარდაუვალ საჭიროებაზე აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი. მიაჩნია, რომ დისკუსიის ფარგლებშია განსახილველი კერძო სამედიცინო სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმების ეროვნულ ჰოსპიტალურ სტრატეგიასთან თანხვედრა. რამაც უნდა უზრუნველყოს პაციენტთა მაქსიმალური დაცულობა.
"ჯეო ჰოსპიტალსი" ათეულობით წამყვან კლინიკას შორისაა, რომელიც კრიზის თავიდან ასაცილებლად საკუთარ ხედვას სთავაზობს და მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მიანიშნებს საფრთხეებზე, რაც შესაძლოა წინააღმდეგ შემთხვევაში პანდემიით გამოწვეულ ეკონონომიკურ კრიზისს მოყვეს.
წერილში დეტალურად შეფასებულია ყველა გამოწვევა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების მენეჯმენტს უახლოეს დღეებში შეხვდება.