






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - გერმანია ინტერნეტში მომხმარებელთა უფლებების დაცვას
აძლიერებს
გერმანიის მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის
გაძლიერებას აპირებს და იზრუნებს, რომ ინტერნეტში შეთავაზებები უფრო გამჭვირვალე გახდეს.
გერმანიის იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ და ევროავშირის ნორმებთან შესაბამისობაში
მოყვანილ აღნიშნულ კანონპროექტს მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს, 20 იანვარს დაუჭირა
მხარი.
საქონლისა და მომსახურების შედარებაზე სპეციალიზებულ
ინტერნეტ–პორტალებს, სხვა ყველაფერთან ერთად, მოუწევთ განმარტონ, რა კრიტერიუმებით
ადგენენ რეიტინგებს. მათ უნდა გაავრცელონ ინფორმაცია, კომპანიამ გადაიხადა თუ არა ფული,
საძიებო სისტემებში მოწინავე ადგილის დასაკავებლად და პროდუქტს კომპანია წარმოადგენს
თუ ფიზიკური პირი. რაც შეეხება პროდუქტებზე გამოხმაურებებს, გამყიდველებს მოუწევთ განმარტონ,
როგორ შეძლებენ ამ შეფასების ნამდვილობის გარანტირებას.
კომპენსაციის უფლება მომხმარებლებისთვის
ფალსიფიცირებული შეფასებების პუბლიკაცია კატეგორიულად
იკრძალება. მყიდველები, რომლებიც აკრძალული საქმიანი პრაქტიკის შედეგად დაზარალდებიან,
კომპენსაციის მიღების უფლებით იქნებიან უზრუნველყოფილი. კანონპროექტი ტუროპერატორებს
ავალდებულებს, მომხმარებლებს წინასწარ შეატყობინონ იმის შესახებ, თუ ექსკურსიის შეთავაზება
უპირველესად ამათუიმ პროდუქტის გასაღების მიზნით იგეგმება – ასეთი პრაქტიკით, ძირითადად,
უფროსი თაობის მომხმარებლები ზარალდებიან. ასეთ ექსკურსიებზე განსაკუთრებული სიმკაცრით
იკრძალება მედიკამენტებისა და კვებითი დანამატების გაყიდვა. ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში
კანონპროექტი ჯარიმას 10 000 ევროს ოდენობით ითვალისწინებს.
მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი კენჭისყრისთვის
ბუნდესტაგს გადაეგზავნა.