ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4499        EUR 4.1585        GBP 4.8219        RUB 4.5224        UAH 1.2314        AZN 2.0271        AMD 6.5806      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გერმანია ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებების დაცვას აძლიერებს
20 იანვარი, 2021, 19:27
გერმანია ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებების დაცვას აძლიერებს

თბილისი (GBC) - გერმანია ინტერნეტში მომხმარებელთა უფლებების დაცვას აძლიერებს

გერმანიის მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას აპირებს და იზრუნებს, რომ ინტერნეტში შეთავაზებები უფრო გამჭვირვალე გახდეს. გერმანიის იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ და ევროავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანილ აღნიშნულ კანონპროექტს მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს, 20 იანვარს დაუჭირა მხარი.

საქონლისა და მომსახურების შედარებაზე სპეციალიზებულ ინტერნეტ–პორტალებს, სხვა ყველაფერთან ერთად, მოუწევთ განმარტონ, რა კრიტერიუმებით ადგენენ რეიტინგებს. მათ უნდა გაავრცელონ ინფორმაცია, კომპანიამ გადაიხადა თუ არა ფული, საძიებო სისტემებში მოწინავე ადგილის დასაკავებლად და პროდუქტს კომპანია წარმოადგენს თუ ფიზიკური პირი. რაც შეეხება პროდუქტებზე გამოხმაურებებს, გამყიდველებს მოუწევთ განმარტონ, როგორ შეძლებენ ამ შეფასების ნამდვილობის გარანტირებას.

კომპენსაციის უფლება მომხმარებლებისთვის

ფალსიფიცირებული შეფასებების პუბლიკაცია კატეგორიულად იკრძალება. მყიდველები, რომლებიც აკრძალული საქმიანი პრაქტიკის შედეგად დაზარალდებიან, კომპენსაციის მიღების უფლებით იქნებიან უზრუნველყოფილი. კანონპროექტი ტუროპერატორებს ავალდებულებს, მომხმარებლებს წინასწარ შეატყობინონ იმის შესახებ, თუ ექსკურსიის შეთავაზება უპირველესად ამათუიმ პროდუქტის გასაღების მიზნით იგეგმება – ასეთი პრაქტიკით, ძირითადად, უფროსი თაობის მომხმარებლები ზარალდებიან. ასეთ ექსკურსიებზე განსაკუთრებული სიმკაცრით იკრძალება მედიკამენტებისა და კვებითი დანამატების გაყიდვა. ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში კანონპროექტი ჯარიმას 10 000 ევროს ოდენობით ითვალისწინებს.

მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი კენჭისყრისთვის ბუნდესტაგს გადაეგზავნა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები