ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3252        EUR 3.9976        GBP 4.6187        RUB 4.4557        UAH 1.1895        AZN 1.9542        AMD 6.3037      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი ევრობანკის მადლობელია
21 იანვარი, 2021, 13:17
მინისტრი ევრობანკის მადლობელია

თბილისი (GBC) - მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რომლებიც მუდმივად ჩვენს გვერდით არიან და გვეხმარებიან ჩვენ ენერგეტიკული რეფორმების გატარებაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას. ვებინარი კოვიდ-19 - ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა. 

მინისტრის განცხადებით, საქართველომ, პანდემიის მიუხედავად, ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება განაგრძო. მან ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროცესში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ საფინანსო ორგანიზაციის წვლილი საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების - ჰიდრო, მზის, ქარის ენერგეტიკის განვითარებაში.

ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა EBRD - თან თანამშრომლობის კიდევ ერთ მიმართულებაზე. ესაა განახლებადი ენერგიის ინოვაციურ სახელობები, როგორიცაა, მაგალითად, "მწვანე" წყალბადი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ატარებს კვლევას აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.

***

ნათია თურნავა - ანტიპანდემიური ღონისძიებების პარალელურად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები - 670 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ან შევიდა ექსპლუატაციაში, ან გადავიდა მშენებლობის ეტაპზე

ენერგეტიკისა და განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარზე, რომელიც კოვიდ-19 - ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა.

გამოსვლაში ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მისი თქმით, პანდემიამ გლობალურის მსგავსად, საქართველოს ენერგეტიკაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. „ეკონომიკური ვარდნა, რაც მსოფლიოში შეინიშნება, იწვევს მთელ რიგ ნეგატიურ მოვლენებს ენერგეტიკისთვის - მოხმარებისა და გადახდისუნარიანობის შემცირებას როგორც ბიზნესში, ასევე მოსახლეობაში, ასევე პროექტების შეჩერებას. ამ თვალსაზრისით, საქართველო გამოირჩევა იმით, რომ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ღონისძიებად დაისახა ოჯახებისთვის ენერგეტიკული დანახარჯების სუბსიდირება. ამით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ოჯახების 2/3-ს, რომლებიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივ აირის მომხმარებლები არიან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც კერძო ინვესტიციით ხორციელდება. მისი თქმით, საუბარია როგორც პანდემიამდე, ისე 2020 წლის განმავლობაში დაწყებულ პროექტებზე. ნათია თურნავას განცხადებით, 670 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ან შევიდა ექსპლუატაციაში, ან გადავიდა მშენებლობის ეტაპზე. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის - ენგურჰესის რეაბილიტაციაზე, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში განხორციელდება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვებინარის ორგანიზატორს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები დაინტერესებულ მხარეებს აძლევს კონსტრუქციული დიალოგების ჩატარების, გამოცდილების გაზიარების და ენერგეტიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები