ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4499        EUR 4.1585        GBP 4.8219        RUB 4.5224        UAH 1.2314        AZN 2.0271        AMD 6.5806      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროპარლამენტი ჩრდილოეთის ნაკადს 2 ბლოკავს
21 იანვარი, 2021, 14:25
ევროპარლამენტი ჩრდილოეთის ნაკადს 2 ბლოკავს

თბილისი (GBC) - ევროპარლამენტმა ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის შეჩერება მოითხოვა. ევროპარლამენტმა ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან დაუსრულებელი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის შეჩერება მოითხოვა, რუსეთში დაბრუნებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საპასუხოდ, წერს გამოცემა Der Spiegel.

გამოცემა განმარტავს, რომ აღნიშნული გაზსადენის მშენებლობის ჩაგდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანცქიების დაწესების მოთხოვნა – პოლიტიკოსის მიერ კრემლის ქმედებების შედეგია.

ამ მოთხოვნების შემცველი დოკუმენტის განხილვა დღესვე, ხუთშაბათს მოხდება და როგორც ცნობილია, სხვადასხვა პარტიაში შემავალი პოლიტიკოსების დიდი რაოდენობა მზადაა მის მხარდასაჭერად, მათ შორის კონსერვატორები, სოციალ–დემოკრატები, ლიბერალები და მწვანეები.

ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ლიდერის მანფრედ ვებერის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის დახურვა მოსკოვზე დამატებითი ზეწოლის ერთ–ერთი ვარიანტია.

ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი საბოლოო დამტკიცება გაერთიანების 27–ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან მხარდაჭერას საჭიროებს.

რუსეთ–გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის წინააღმდეგ, რომელიც „გაზპრომს“ გაჰყავს, მანამდე უკვე დაუწესეს სანქციები: ვაშინგტონმა გააფართოვა ამკრძალავი ზომები იმ ფირმებისთვის, რომლებიც გაზსადენის მილებს აწყობდნენ ბალტიის ზღვის ფსკერზე. შეზღუდვები შეეხო სადაზღვევო კომპანიებსაც.

პრობლემები თავად რუსულმა სახელმწიფო გიგანტმა „გაზპრომმაც“ უკვე აღიარა. პოლიტიკური ზეწოლის პირობებში გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეიძლება შეჩერდეს, ან საბოლოოდ ჩაიშალოს. ამის შესახებ „გაზპრომის“ ევროობლიგაციების 19 იანვრის პროსპექტშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო როიტერი გაეცნო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები