






USD | 3.3255 |
EUR | 4.0322 |
GBP | 4.6258 |
TRY | 0.4498 |

თბილისი (GBC) - ვაქცინაცია ყველაზე მძლავრი ჯანდაცვითი ინტერვენციაა, დიდი დამსახურებით კაცობრიობის წინაშე, - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2 -ის ეთერში საუბრისას არ უარყო covid ვაქცინის გვერდითი ჩევენებები, თუმცა ვაქცინაციის სიკეთესთან შედარებადი არ არის. აღნიშნა, რომ უკუჩვენების გარეშე არცერთი ვაქცინა და მედიკამენტია.
ფაიზერის ვაქცინას ანაფილაქსიური შოკი ალერგიულებში ახასიათებს. თუმცა პრევენცია შესაძლებელია. რადგან ასაცრელის მდგომარეობას შესაბამისი კითხვარი განსაზღვრავს და მხოლოდ მას შემდეგ იცრება. მოსალოდნელია ტემპერატურული რეაქციაც. გამყრელიძემ პარალელი სხვადასხვა დროის ვაქცინებთან გაავლო, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა, სხვადასხვა დაავადებებისგან, პანდემიაში. მათ შორისაა პოლიმელიტი, რომელიც დღეში 300-400 ადამიანს იწირავდა. ამ საუკუნეში კი დაავადება მხოლოდ 2 ქვეყანაშია და წლიურად 100-მდე გარდაცვლილია. მოიხმო ასევე ყვავილი, რომლისგანაც მსოფლიო მთლიანად დაცულია. ასევე ცოფი, რომელიც ვაქცინაციის გარეშე სასიკვდილოა.
გამყრელიძემ 2-ჯერადი ვაქცინაციისთვის 3.9 მლნ დოზის საჭიროებაზე განაცხადა 2021 წლის ბოლომდე ასაცრელ 1 650 000 მოზრდილისთვის. ჯერ მედიკოსები და >75 წლისები აიცრებიან. მე-2 რიგში >60>75 ასაკოვნები და შემდეგ >18<60 წლის პირები.
ამასობაში >18 წლამდე გამოსაყენებელი ვაქციანაც შეიქმნება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთის >12 წლამდე ვაქცინა მე-3 ფაზის კვლევებს გადის. სულ, 20-მდე ვაქცინაა დამუშავების დასკვნით პროცესში.
I ეტაპზე 1.4 მლნ დოზა შემოდის, კოვაქს პლატფორმის ფარგლებში. როგორც გამყრელიძემ თქვა, რომლის საფასური 4.5 მლნ ქვეყანამ ჯერ კიდევ შემოდგომაზე გადაიხადა.