ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC კემპის გამარჯვებულებმა აქციები მიიღეს
22 იანვარი, 2021, 17:07
TBC კემპის გამარჯვებულებმა აქციები მიიღეს

თბილისი (GBC) - თიბისისა და TBC კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ მე-2 ნაკადის გამარჯვებულა (I ადგილი) კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლის სტუდენტები  - სანდრო ჭანტურიძე, ნინა სანდლერი და რატი კალანდარიშვილი, II ადგილზე გავიდნენ   - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები  - საბა ამირიძე, გიორგი კვენეტაძე და ვახტანგ ღლონტი.

ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა.


„თიბისი კემპი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული. ყველა მსურველს შეეძლო ჩართვა.

 

სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

 

"თიბისი კემპის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გავცნობოდით ფინანსურ ბაზრებს, მოგვესმინა საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, თეორიაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. გარდა კომპანიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებისა, საბაზრო ტრენდებისა და ინვესტორთა მოლოდინის გაანალიზებისა, ამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია“,  - საბა ამირიძე, სტუდენტი.

 

„პროექტი - „თიბისი კემპი“ უკვე მეორედ ჩატარდა და ის თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. მეორე ნაკადის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამორჩეული და კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები ვართ. პროგრამის შედეგებიდან და სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები