






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - ISET 2021
წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ვარდნის გაგრძელებას ელის. კვლევითი ინსტიტუტის
მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოში ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება.
ნოემბერში
ეკონომიკური ვარდნა 7.7% იყო, ჯამში წლის მეოთხე კვარტალში ISET ეკონომიკის
5.2%-იან შემცირებას პროგნოზირებს. კვლევითი ინსტიტუტი მიანიშნებს რომ Covid19-ის
პანდემიის ფონზე პროგნოზებს განსაკუთრებული გაურკვევლობა ახლავს თან და ის სრულად
არ ასახავს ვირუსის მეორე ტალღის შედეგებს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა
ეკონომიკის ვარდნაზე ტურიზმმა იქონია. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა
ნოემბერში 91%-ით შემცირდა.
2020 წლის
III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ.
ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი
შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა.