ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თურქეთში დასვენება 15%-ით გაძვირდა
26 იანვარი, 2021, 10:54
თურქეთში დასვენება 15%-ით გაძვირდა

თბილისი (GBC) - თურქეთის ტურისტური საგზურების წინასწარ შეძენის ფასი ტუროპერატორებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%–ით გაუძვირდათ. ამის შესახებ მოსკოვური გამოცემა „ვზგლიადი“ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.

„თურქეთის ტურების ფასი უკვე გაიზარდა. სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში თურქეთის სასტუმროების წინასწარი დაჯავშნის ფასი 5–დან 15%–მდეა გაზრდილი“, – წერს რუსული მედია ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით.

რუსული ტუროპერატორები აღნიშნავენ, რომ რუს ტურისტებს ფასების ასეთი ზრდა არ აფრთხობს, განსაკუთრებით მათ, ვინც ხშირად ისვენებს თურქეთში. ტუროპერატორების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ თურქეთში დასვენება წლიდან წლამდე ძვირდება – 2017 წლიდან მოყოლებული. მაგალითად, 2018 წელს ფასი 5–10%–ით იყო გაზრდილი, ხოლო 2019 წელს – 10–15%–ით. 2020 წელს ზრდამ, საშუალოდ, 10% შეადგინა.

ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით რუსი ტურისტისტთვის თურქეთის საპლაჟო ტურები ერთადერთი „აქტიური“ და გახსნილი მიმართულებაა პანდემიის პირობებში, თურქეთის ტურისტულმა სექტორმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ამ მიმართულებით, რამაც დაახლოებით 80%–ს მიაღწია.

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ბაზრის ექსპერტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ თურქეთის ტურისტული ბაზარი გახსნილი დარჩება რუსეთისთვის 2021 წლის წანმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი თურქული სასტუმრო, რომლებიც რუს ტურისტებზე არიან ორიენტირებული, უბრალოდ დაიხურებიან და ათასობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს კარგად ესმის თურქეთის მთავრობას და ყველაფერს გააკეთებენ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში „საზაფხულო ტურიზმის რბოლაში“ გამარჯვების მოსაპოვებლად. ქვეყანა მასშტაბური ვაქცინაციით ცდილობს, ზაფხულის სეზონს მაქსიმალურად გახსნილი შეხვდეს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები