






USD | 3.3255 |
EUR | 4.0322 |
GBP | 4.6258 |
TRY | 0.4498 |

თბილისი (GBC) - Wizz Air-ია ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებს. უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია. 2020 წელს ყველაზე მეტ, 172 000 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 23% დაიკავა. კომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების 653 000 -ზე მეტად შემცირების მიუხედავად. კლება 80%-მდეა.
86 562 მგზავრით და 12% საბაზროს წილით, მე-2 Turkish Airlines-ია, რომელსაც გასულ წლებში საშუალოდ 500 000 მგზავრი გადაჰყავდა. 2020-ში - 85% კლება აქვს..
ქართულ Georgian Airways-ს მგზავრთნაკადი 91.4%-იტ შეუმცირდა, 43 000 -მდე და და ბაზრის 6% დაიკავა (2019 - 10%)
5-5%-ს Belavia და Pegasus იკავებენ. ბელავია წლიურად 39 000, თურქული ლოუქოსთერი კი 36 000 მგზავრს მოემსახურა.
სულ, 2020 წელს რეგულარული და ჩარტერული რეისებით 833 846-მა ისარგებლა. 2019-ში ეს მაჩვენებელი 5 მილიონს სცდებოდა.
2020 წელს რეისებს 37 ავიაკომპანია ახორციელებდა, პანდემიამდე კი ქართული ცა 52 ავიაკომპანიისთვის იყო ღია.