






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - სავაჭრო ბირჟებზე ნავთობი ძვირდება და მან გასულ კვირას პირველად პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 60 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს/ლიტრაზე.ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში . ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,78 ევროს, დიზელის საწვავი - 1,45 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,56 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,66 ევროს, დიზელის საწვავი - 1,47 ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,59 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,72 ევროს, დიზელის საწვავი - 1,39 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,53 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,59 ევრო, დიზელის საწვავი - 0,54 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:სომხეთში - 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,61 ევროს, A- 98 მარკის ბენზინი - 0,67 ევროს , დიზელის საწვავი - 0,57 ევროს;
აზერბაიჯანში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,61 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,68 ევროს; დიზელის საწვავი - 0,39 ევროს; უკრაინაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,80 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,84 ევროს, დიზელის საწვავი - 0,78 ევროს;თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,91 ევროს, დიზელის საწვავი - 0,77 ევროს;მოლდავეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,86 ევროს, დიზელის საწვავი - 0,69 ევროს.