ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3255        EUR 4.0322        GBP 4.6258        RUB 4.4633        UAH 1.1903        AZN 1.9542        AMD 6.3026      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
umlaut - საქართველოში მაგთიკომის ქსელს საუკეთესოდ აღიარებს
16 თებერვალი, 2021, 16:54
umlaut - საქართველოში მაგთიკომის ქსელს საუკეთესოდ აღიარებს

თბილისი (GBC) - “Best in Test” - ასე აფასებს მაგთიკომის ქსელს დამოუკიდებელი გლობალური  კომპანია umlaut-, რომელიც მსოფლიო ლიდერია მობილური ქსელების ტესტირებისა და შეფასების სფეროში.


umlaut-ის მიერ საქართველოს მობილური ქსელების დამოუკიდებლად ჩატარებულმა ტესტირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაგთიკომს ქვეყანაში საუკეთესო ქსელი აქვს.


მაგთიკომიBest in Test” - სერტიფიკატი კომპანიას  2021 წლის 12 თებერვალს გადაეცა.მაგთიკომის ქსელის საუკეთესოდ აღიარება  2020 წლის დეკემბერში  საქართველოში მაგთიკომისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ  ტესტირებას ეფუძნება. კვლევის არეალი მოიცავდა როგორც დიდ ქალაქებსა და რეგიონებს, ისე მაგისტრალებსა და დამაკავშირებელ გზებს.


umlaut-მა მაგთიკომის ხმოვანი და ინტერნეტსერვისის ხარისხის ტესტირება სხვადასხვა ტექნოლოგიების მიხედვით (LTE/UMTS/GSM) განახორციელაumlaut-მა ქსელის შეფასება მომსახურების 3 ძირითადი პარამეტრის მიხედვით მოახდინა:

·         Voice - ხმოვანი სერვისის მიმართულებით (გაიზომა დარეკვის დრო, ზარების ხარისხი, ხმის  გარჩევადობა)

·         Data - მობილური ინტერნეტსერვისის მიმართულებით (შეფასდა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე, ხარისხი)

·         crowdsourced quality - შეფასდა სხვადასხვა საერთაშორისო აპლიკაციების მომწოდებლების სერვერებიდან მიღებული მონაცემები.

მაგთიკომის ქსელი მომსახურების სამივე კატეგორიაში ლიდერობს საქართველოში, საუკეთესო შედეგებს აჩვენებს კონკურენტებთან მიმართებაში, გამოირჩევა ყველაზე მაღალხარისხიანი და სწრაფი მობილური ინტერნეტით და საუკეთესო ხმოვანი სერვისით.

“ვულოცავ მაგთიკომს მომსახურების ყველა კატეგორიაში ლიდერობას. მან საუკეთესო შედეგები აჩვენა როგორც მობილური ინტერნეტის, ისე ხმოვანი სერვისის და აპლიკაციების მოხმარების ხარისხის (crowdsourced quality)  მიმართულებით.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ით განპირობებული გამოწვევების პერიოდში“, - აცხადებს  Hakan Ekmen, umlaut-ის გენერალური დირექტორი.

იხილეთ  umlaut-ის კვლევის მონაცემები და საქართველოში მოქმედი ოპერატორების ქსელების შეფასება. 

umlaut- გლობალური, სრული მომსახურების მქონე, კროს-ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც პროცესის საწყისი ეტაპიდან ბოლო საფეხურამდე მიყვანას უზრუნველყოფს და მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს.

50 ქვეყანაში არსებული umlaut-ის 20 საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია, 4300 სპეციალიზირებული ექსპერტი და ინჟინერი  ინოვაციურ გადაწყვეტებს და ტრანსფორმაციებს სთავაზობს სხვადასხვა ინდუსტრიებს.

 


სერტიფიკატი სრულად

https://www.umlaut.com/en/benchmarking

https://www.magticom.ge/files/202102_Georgia_Mobile_Benchmark_Certificate_umlaut.pdf

www.magticom.ge/umlaut

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
სპონსორები