ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
განახლებული Porsche Panamera საქართველოშია
18 თებერვალი, 2021, 12:25
განახლებული Porsche Panamera საქართველოშია

თბილისი (GBC) - პორშეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ (პორშე ცენტი თბილისი გაილინკოს - https://www.facebook.com/PorscheCenterTbilisi) განახლებული პორშე პანამერას ონლაინ-პრეზენტაცია გამართა. ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა ბრენდმა ბიზნეს კლასის 4-კარიანი სედანის მეორე თაობა 2021 წლისთვის განაახლა და პანამერას ახალი ვერსია უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

ახალი პანამერას პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში გაიმართა, პროექტი საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში  SOLO და WM საკუთარ მომხმარებლებს ახალი Porsche Panamera-ს  შეძენას განსაკუთრებული პირობით, 10%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. (განსაკუთრებულ პირობებზე გაილინკოს შემდეგი ბმული: https://solo.ge/ka/solo/lifestyle/offer-details/602bd1bb464588030c5ba3c0)

ავტომობილის პრემიერა „პორშე ცენტრი თბილისის“ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რომელიც საზოგადოებას პორშეს წარმომადგენელმა პეტრე წაქაძემ და ცნობილმა ტელეწამყვანმა ლიკა ევგენიძემ წარუდგინეს.

(აქ უნდა წავიდეს პრეზენტაციის ვიდეო - ჩანაწერი https://www.facebook.com/PorscheCenterTbilisi/videos/147228330564112)

განახლების შემდეგ პანამერა კიდევ უფრო მეტად სპორტული, ელეგანტური და ექსკლუზიურია. სპორტული შესაძლებლობები, კომფორტი და დიზაინი - პანამერას წინა თაობასაც ეს ფაქტორები გამოარჩევდა, განახლებულ მოდელში კი მისმა ყველა უპირატესობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. პორშეს მიზანი ყოველთვის კლასში საუკეთესო ავტომობილების წარმოებაა, პანამერა კი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი განსაკუთრებული მაგალითია. ავტომობილმა ახლახან ნიურბურგინგის ლეგენდარულ ტრეკზე ახალი რეკორდიც დაამყარა.

 „პორშე ცენტრი თბილისში“ მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია პანამერას ყველა ვერსია. ონლაინ-პრეზენტაციაზე საზოგადოებამ Panamera 4 იხილა, თუმცა არჩევანი გაცილებით დიდია: Panamera GTS, Panamera Turbo S, რომელმაც Turbo-ვერსია ჩაანაცვლა და ასევე მოდელის Plug-in-ჰიბრიდული ვერსიებიც. მნიშვნელოვანი სიახლეა ჰიბრიდული ვერსია Panamera 4S E-Hybrid, რომლითაც პორშე აგრძელებს მოდელების ელექტრიფიცირების სტრატეგიას. ახალი ელემენტების დამსახურებით ელექტროსვლის რესურსი 30 პროცენტით გაიზარდა. გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის ყოველი მეორე პორშე ქარხნიდან ჰიბრიდული ან მხოლოდ ელექტროამძრავით გამოვა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პორშე ცენტი თბილსის წარმომადგენლებს: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; 591 280 280;

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები