ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტოიოტა LQ - ემოციური კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის
18 თებერვალი, 2021, 11:43
ტოიოტა LQ - ემოციური კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის

თბილისი (GBC) -მობილობის კამპანიის ფარგლებში „ტოიოტამ“ შექმნა კონცეპტ მოდელი "LQ", რომელიც იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას ავტომობილსა და მძღოლს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად. LQ აღჭურვილია მართვის ავტომატიზირებული შესაძლებლობებით და ინტერაქტიული აგენტით, (Yui) სადაც ჩამონტაჟებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემა, იმისთვის, რომ ისწავლოს მძღოლისგან და გადმოგცეთ პერსონალიზებული მობილობის გამოცდილება.  

წარსულში, მანქანებისადმი ჩვენი სიყვარული გამოწვეული იყო მათი შესაძლებლობებით, რომ წავეყვანეთ შორეულ ადგილებში და განგვეცადა თავგადასავლები,“ განაცხადა LQ დეველოპმენტის ხელმძღვანელმა დაისუკე იდომ. "მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლის ცხოვრების სტილი შევუსაბამოთ მღელვარებისა და ჩართულობის ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვამაყობთ LQ–ით, რადგან გთავაზობთ ავტომობილს, რომელსაც შეუძლია პერსონალიზირებული გამოცდილება შეგძინოთ, დააკმაყოფილოს თითოეული მძღოლის უნიკალური მობილობის მოთხოვნილებები და შექმნას კიდევ უფრო ძლიერი კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის ".

როგორც მობილობის კომპანია, ტოიოტა მიიჩნევს, რომ როდესაც ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან, ყველაფერი შესაძლებელია. ეს ხედვა ემყარება იმ გაგებას, რომ მობილობა სცილდება ფიზიკური ტრანსპორტირების ფარგლებს და მოიცავს ადამიანის გადაადგილებისა და ემოციური ჩართულობის საჭიროებას.

 LQ იცავს ამ ფილოსოფიას ძირეული განვითარების თემის ფარგლებში - "ისწავლე, გაიზარდე, გიყვარდეს". ამ მოდელის ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგია, მიზმად ისახავს შექმნას მობილობის უნიკალური გამოცდილება, რომელიც აყალიბებს ურთიერთობას ავტომობილსა და მძღოლს შორის, ის სწავლობს მძღოლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს და რეაგირებს  შესაბამისად.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები