






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესის სანდო პარტნიორია და მხარდაჭერას განაგრძობს.. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ თანამშრომლობის ფარგლებში პროექტები სომხეთშიც სრულდება. „კავკასუს როუდ პროჯექტი ერევანში ხიდს აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 13 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი 7,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტი 2021 წელს დასრულდება და მასში უკვე 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ჯამში 250 ადამიანს ასაქმებს.
„მოხარული ვართ, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ და საქართველოს ბანკმა არერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიად რჩევა. ამასთან, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მას აძლევს შესაძლებლობას, როგორც საერთაშორისო კომპანია, ჩაერთოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროექტებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას ამ საქმეში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას, რადგან გვჯერა რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
„კავკასუს როუდ პროჯექტი“, გზების მშენებლობის სფეროში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, 2005 წლიდან ბაზარზეა. გააჩნია ქარხანა და აწარმოებს ბეტონს და ქვიშა-ღორღს. ბეტონის ხარისხი მოწმდება როგორც ადგილზე, ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიწოდების ადგილზე - იტალიური მობილური ლაბორატორიის Controls-ის მეშვეობით. თანამშრომლებიგერმანული კომპანიების Strabag, Heilit-Woerner-ის გადამზადებულია.
განხორციელებულ პროექტებს შორისაა, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო კვანძები; მესტიის ასაფრენი ბილიკი, განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი, ენგურზე; ჰესის მშენებლობა მუხურში; 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია; ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა...