






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) - იცით თუ არა ყველა პენსიონერს პენსია წინასწარ რომ აქვს აღებული, მთელი თანხა მედიკამენტებში რომ ეხარჯება; იცით, ბავშვებს ხორცის კერძი რომ ენატრებათ, ვეტერანს ₾22 შემწეობა რომ აქვს, მოსახლეობის 1/5 სიღატაკეში რომ ცხოვრობს? - ელისაშვილმა პრემიერობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, არსებული რეალობის პირობებში, მთავარი ფრონტი რატომ აქვს გახსნილი ოპოზიციასთნ და მისი განადგურება რატომ არის მთავარი მიზანი.
ალისაშვილი ასევე დაინტერესდა, ცოლის ნათესავების სტუმრობაზე ღარიბაშვილის შეზღუდვა კვლავ ძალაშია, თუ მოიხსნა. დეპუტატი შიშობს, ე.წ კახური კლანი არ გაიშალოს და მე-2 ვადაშიც არ მოუწიოს პრემიერს საყვედურების მიცემა.
პრემიერმა ელისაშვილს & დეპუტატებს უნდა უპასუხოს, სისხლის სამართლის წესით გასასამართლებელს, ოჯახური სანქცია რატომ ეფარდება.
"ბოლოს როდის იყავით ნავთლუხის ბაზარზე?", - ამ კითხვაზე პასუხსაც ელის ელისაშვილი, პრემიერისგან, რომელიც თანაპარტიელებს
პარლამენტის ტრიბუნიდან მეტი გაბედულებისკენ მოუწოდა. უთხრა მათ რომ " ჩვენ არაფრის გვეშია. ყველა ინსტრუმენტი ჩვენს ხელთ არის".