






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - Tesla–ს დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $13 მლრდ–ით შემცირდა, ნათქვამია Forbes Real-Time–ის სარეიტინგო მონაცემებში. მასკის კაპიტალმა 7,7% დაკარგა და $169,1 მლრდ–მდე შემცირდა.
მილიარდერის ქონება Tesla–ს აქციების ვარდნის გამო შემცირდა.
ორშაბათს კომპანიის აქციები 8,55%–ით შემცირდა $714,5–მდე. ეს ბოლო ხუთ თვეში კომპანიის
აქციების ყველაზე დიდი ვარდნაა. 2020 წლის 23 სექტემბერს ელექტრომობილების მწარმოებლის
აქციების ფასი 10,34%–ით შემცირდა, იუწყება ამერიკული CNBC.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, Tesla–ს აქციების ვარდნა, შესაძლოა, ბიტკოინის მკვეთრ გაუფასურებას უკავდირდებოდეს.
Tesla–მ 8 თებერვალს ბიტკოინში $1,5 მლრდ–ის ინვესტიცია განახორციელა, რასაც
თავად მასკმა „საკმაოდ ავანტურული“ გადაწყვეტილება უწოდა. ბიტკოინმა ბოლო დღე–ღამეში,
თბილისის დროით 13:22 საათისთვის, 16,07% დაკარგა და მისი ფასი $47,3 ათასამდე დაეშვა.
Forbes-ის ვერსიით, მიუხედავად ასეთი რყევებისა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების
რეიტინგში მასკი მეორე ადგილს ინარჩუნებს.